Wednesday, December 19, 2012

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება:

მუსიკა-კინონაწარმოების თემატური ჩანაფიქრის მთავარი გასაღები.
ქართული კინომუსიკა-ბიძინა კვერნაძის,რევაზ ლაღიძის კინომუსიკა.
კ/ფ ,,დათა თუთაშხია’’ ,,ხევისბერი გოჩა’’


პროექტის მთავარი იდეა: რამდენად მნიშვნელოვანი კომპონენტია მუსიკა კინოხელოვნებაში. რამდენად გამოხატავს მუსიკა სიუჟეტის განვითარებას, რამდენად ხსნის ფილმის იდეას და ფილმში მომხდარ მოვლენებს.


 პროექტის აქტუალობა: ამ თემების გაცნობით, მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ უნარ-ჩვევები, რომლითაც აცნობიერებენ მუსიკის როლს კინოხელოვნებაში, რამდენად სჭირდება თითოეულ ფილმს ორიგინალური მუსიკა.

პროექტის მიზანი: გამოსახულებისა და მუსიკის პარალელიზმი. მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია ქართული კინომუსიკის და ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებაზე. ისწავლონ თანამშრომლობა, შეძლონ კვლევა, დასკვნის გამოტანა.


მონაწილეთა ასაკი: 15 წლის, მე-9კლასი.

ვადები: 4 დღე.

მოსალოდნელი შედეგები: შემოქმედებითად იყენებს მუსიკალური და დრამატული ხელოვნების გამომსახველობით ხერხებს თვითგამოხატვისათვის. ჩართულია ინდივიდუალურ და სხვადასხვა  სახის  ჯგუფურ მუშაობაში.

  • აანალიზებს  მუსიკალური  ხელოვნების  ნიმუშს, განმარტავს,  რა  მიზნით  არის  გამოყენებული  კონკრეტული  გამომსახველობითი  ხერხი;
  • აცნობიერებს,  რომ  ხელოვნება  მსოფლმხედველობის  გამოხატვისა  და  კომუნიკაციის  საშუალებაა. ადარებს  ერთმანეთს  სხვადასხვა  ეპოქისა  და  სტილის  ნაწარმოებებს  და  მსჯელობს  მათ  შორის  არსებულ  მსგავსება-განსხვავებებზე;  ერთმანეთს  ადარებს  და  მსჯელობს  განსხვავებულ  მუსიკალურ  სტილზე,  მიმდინარეობაზე,  შესრულების  მანერაზე;  მუსიკის  როლზე  საზოგადოების  ცხოვრებაში, იცნობს  მუსიკალური  ხელოვნების  ცნობილ  წარმომადგენლებს.

რესურსი: სახელმძღვანელო, ფოტოსურათები, ინტერნეტი, აუდიო და ვიდეომასალა.

პროექტის მსვლელობა:

  I აქტივობა-I დღე-მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის თემას, მივცემ ინდივიდუალურ
დავალებას,  ვინ რას გააკეთებს და როგორ მოიძიონ ინფორმაცია.


II აქტივობა-II დღე-ამ ეტაპზე მოსწავლეები იწყებენ ინფორმაციის მოძიებას, ჩანაწერების შექმნას, აუდიო და ვიდეომასალის შეგროვებას, ანალიზს, პროექტის ორგანიზებას.


III აქტივობა-III დღე მოსწავლეები სწავლობენ კინოს ისტორიას, ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებას, ქართულ კინომუსიკას.

IVაქტივობა-IVდღე-პროექტის შეფასება და მნიშვნელობა.

საგნებთან კავშირი: ისტორია, ლიტერატურა, ხელოვნება.

პროექტის ხელმძღვანელი: თამარ სტეფანია

ხელმძღვანელის   ელ-ფოსტა: stefaniatamar@gmail.com